„სამთო კურორტებზე მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა“ - საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა სამთო
კურორტებზე დამსვენებლებისთვის.
ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტენდენცია აჩვენებს, სამთო
კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და
ამიტომ, კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის
პირბადის ტარების წესი უნდა დაიცვან.
"უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ეპიდვითარება და მოგახსენებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დღეს განვიხილეთ და რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინცს სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები, რაც ქვეყანაშია. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე", - აღნიშნა მან.
საქართველოში ისევ 5 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რიცხვმა. ქვეყანაში ომიკრონ შტამიც უკვე ცირკულირებს.