„თანამდებობებს ვერ იყოფენ“ - წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე ვერც დღეს აირჩია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე ვერც დღეს აირჩია.
სხდომას 27 წევრიდან
25 ესწრებოდა, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ
და კენჭისყრის გარეშე დაიშალნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის პოზიციაზე, გახარიას პარტიის წევრმა გონერ კვარაცხელიამ, თანაპარტიელი კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა. მისი პირობა ასეთი იყო - თუ სალიას კანდიდატურას დაუჭერდნენ მხარს, მაშინ დეპუტატებს დანარჩენი თანამდებობების პროპორციულად განაწილება შესთავაზა. კერძოდ, 11-11 მანდატი აქვთ ენმ-ს და მმართველ პარტიას და თანაბრად გაიყონ, რათა თანამდებობები საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პარტიას ჰქონდეს.
"27 მანდატია და 9 თანამდებობა. პროპორციულად სამ დეპუტატზე მოდის ერთი თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტში "ლელო" არ ჩაჯდა."ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რადგან მათთვის სხვა მოადგილე მიუღებელია. ჩვენს ვარიანტში სადაც 4-4 ზე იყო. 4 თანამდებობა "ოცნებას" რჩებოდა", - განაცხადა გონერ კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, არ არიან წინააღმდეგნი, თანამდებობა მიიღოს საკრებულოში "ლელოს" ერთადერთმა წევრმა გიორგი დარსალიამ. ამიტომ, მზადყოფნა გამოთქვეს, განიხილონ მის მიერ შემოთავაზებული წინადადებაც.
რაც შეეხება "ლელოს" პოზიციას, იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, პარტია დეპუტატებს სთავაზობს, 9 თანამდებობიდან 6, ოპოზიციას ჰქონდეს, დანარჩენი 3 კი "ქართულ ოცნებას". "ლელო" არაა წინააღმდეგი, თავმჯდომარედ "საქართველოსთვის" წევრი აირჩიონ, მოადგილეებად კი საკრებულოში წარმოდგენილი სამივე პარტიის დეპუტატები.
"მოცემული პარტიებიდან სამივეს ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაც, კომისიებიდან სამის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობიდან", 2-ის კი "ქართული ოცნების" წევრი იყოს, რაც ჩემი აზრით დაბალანსებულია. საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ღერძზე აწყობილი", - განმარტა გიორგი დარსალიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იზიარებს "ლელოს" წინადადებას. მათთვის მიუღებელია გახარიას პარტიის შეთავაზება. ამასთან ის მიდგომაც, რომ მმართველ პარტიას საკრებულოში რაიმე თანამდებობა ეკავოს.
"ახალი ფორმულა შემოიტანა "ლელომ", რაზეც უნდა ვისჯელოთ. განვიხილავთ პარტიაში და ალბათ მომდევნო საკრებულოს სხდომისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ენმ-ის წევრმა თემურ ქარდავამ.
"ქართული ოცნების" მტკიცებით, საკრებულოში შექმნილი კრიზისის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიცია თანამდებობებს ვერ იყოფს. მმართველი პარტიის წევრ დავით ბელქანიას განცხადებით, მზად არიან შემოთავაზებული წინადადებები განიხილონ კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად.
"ჩვენ დავეხმარებით, ვასწავლით როგორ უნდა ბიუჯეტის ხარჯვა. წალენჯიხისთვის სასიკეთოდ ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით, ოღონდ რამე გააკეთონ", - აღნიშნა მან.
საბოლოოდ, საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ, ამჯერად 20 იანვრამდე გადაიდო.
წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. წარმომადგენლობით ორგანოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.
წალენჯიხის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავთ ზუგდიდსა და სენაკში.
რაც შეეხება ჩხოროწყუს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ენმ-ის მხარდაჭერით, ამ პოზიციაზე გახარიას პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია აირჩეს.