სენაკის საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო
14:27 / 11.01.2022
სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს
კიდევ
ერთხელ გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა.
სხდომას არ დასწრებია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 3 დეპუტატი, "საქართველოსთვის" 2 წევრი და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. "ოცნება" არც წინა სხდომაზე იმყოფებოდა.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.
წინა სხდომაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ განაცხადა, რომ მოსასყიდად მმართველმა პარტიამ მას 100 ათასი ლარი შესთავაზა. როგორც მან "ლაივპრესს" უთხრა, "ოცნებას" ერთი ხმა აკლია და აქტიურად ცდილობს ფულის სანაცვლოდ მის მოპოვებას. ბრალდებებს მმართველ პარტიაში არ უპასუხეს.
საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ვერც წალენჯიხაში აირჩიეს.