ზუგდიდის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მაიზერ ნანავა დაინიშნა.
ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2017-2018 წლებშიც მუშაობდა.
2019 წლის მაისიდან მერის მოვალეობას ასრულებდა რამდენიმე თვით, ახალი მერის, გიორგი შენგელიას არჩევამდე.
მაიზერ ნანავას 2014-2016 წ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
2016 წელს იყო საკრებულოს თავმჯდომარე.
მერიის დატოვების შემდეგ, 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კოორდინატორად მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
2010 წლიდან დღემდე, ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია.
ახლადარჩეულ მერს, მამუკა წოწერიას ორი მოადგილე ჰყავს. ვიცე მერად კონსტანტინე კაკავა ჯერ კიდევ დეკემბერში დაინიშნა.