ახალი ამბები
ორი სენაკელი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, რუსთავში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე 23 წლამდელთა შორის, სენაკელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიორგი ჩხიკვაძემ ხობელი ნიკა ყორშია დაამარცხა. ხობელი სპორტსმენი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი ჩხიკვაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალოსანი საქართველოდან.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ოჩიგავაც, გიორგი ჩხიკვაძის მსგავსად საქართველოს ჩემპიონია. მან ფინალში ხობელი ირაკლი ნაკაშია დაამარცხა. ირაკლი ნაკაშია ვიცე ჩემპიონია შეჯიბრის.

სენაკელმა მოჭიდავემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის შარშან, ქვეყნის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება 60 კილოგრამ წონით კატეგორიას, ხობელმა დავით გვასალიამ მესამე ადგილი დაიკავა.