აქტივისტმა საავტომობილო გზის ორმოში ნაძვის ხე ჩადგა
ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტმა, როსტომ ზარანდიამ
სოფელ ნაწულუკუს საავტომობილო გზაზე არსებულ ორმოში ხელოვნური ნაძვის
ხე ჩადგა. აქტივისტმა ამ ფორმით გააპროტესტა გზის გაუმართაობა. მან
"ლაივპრესს" განუცხადა, რომ ეს ავტომანქანების მძღოლებისთვის სახიფათო
მონაკვეთია ორმოს გამო, სადაც თავადაც არაერთხელ დააზიანა ტრანსპორტი.
მანვე აღნიშნა, რომ სურს ამ ფორმით მიიქციოს შესაბამისი სამსახურების
ყურადღება, რათა პრობლემა აღმოიფხვრას.

