ახალი ამბები
საქართველოში „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის" 1009 შემთხვევაა აღრიცხული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 12 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში "ომიკრონის" 951 შემთხვევა იყო დადასტურებული.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 55 474 კვლევა ჩატარდა ტესტით. შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.