ახალი ამბები
კოლხეთის დაბლობზე სინოპტიკოსები -6 გრადუს ყინვას ელოდებიან
15-18 იანვარს, სინოპტიკოსების პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს. შედეგად, მოსალოდნელია ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი დააზიანოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით იქნება. ზოგან ძლიერი. გაძლიერდება ქარიც. მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.