ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირსით ერთი პაციენტი, წალენჯიხის მკვიდრი, 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის მკურნალობას რუხის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 292 პაციენტია მოთავსებული.

რუხის კლინიკაში 69 კოვიდ პაციენტია. მათ შორის მძიმე 12.

ფოთის კლინიკაში 24 ინფიცირებული რჩება.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 30.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს.

სენაკის "ლაზიკა მედში" 44. აქედან, 1 მძიმე და საშუალო სიმძიმის 43.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 20 ინფიცირებულია.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 19.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 18 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 140 პირი.