ახალი ამბები
ეს სიმბოლიკა ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა ევროპული ოჯახის ნაწილია - აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. საელჩო აღნიშნავს, რომ ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს - საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია.

"2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა", - ვკითხულბთ განცხადებაში.

დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები გამოფინეს.

პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე კი 2012 წლიდან აღინიშნება.