ახალი ამბები
ინფიცირებულთა სარეგისტრაციოდ ახალი გვერდი ამოქმედდა
იმ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ახალი გვერდი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, ამ გვერდზე შეუძლიათ დარეგისტრირება - https://er.moh.gov.ge/.

მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.