ახალი ამბები
ვაქცინირებული პირებისთვის მცირდება იზოლაციის და კარანტინის ვადები
გარკვეული კატეგორიისთვის, იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. კერძოდ, მისი განმარტებით:

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები რვა დღით განისაზღვრება - სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე 10 დღე ვადა გამოიყო. და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

"რაც შეეხება კონტაქტებს, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან შევა.