სანდრო ბაზაძე პირველი ქართველია, რომელმაც ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ფინალურ
დაპირისპირებაში მან
რუს მეტოქეს, კამილ იბრაგიმოვს 15:8 მოუგო და პირველი ქართველი გახდა,
რომელმაც ეს თასი მოიპოვა.
ფინალამდე სანდრო ბაზაძემ რუს ოლეგ პეტროვსკის, უნგრელ სანად გემეშს, კორეელ იუნჰო კიმის, იტალიელ ჯოვანი რეპეტის და საფრანგეთის წარმომადგენელ ბოლად აპიტის სძლია.
სანდრო ბაზაძე ახალგაზრდებს შორის სამგზის ევროპის ჩემპიონია და მსოფლიო რეიტინგში რიგით მეოთხე.
შეჯიბრს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.