ახალი ამბები
ზუგდიდის ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
სკოლების მსგავსად, სასწავლო პროცესი განახლდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებშიც. სკოლამდე სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სწავლა ყველა ბაღში შეუფერხებლად განაახლეს.

მისი თქმით, ბაღები უზრუნველყოფილი არიან სურსათით, გათბობით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.

ამ ეტაპზე, ბაღებს ინფიცირებული თანამშრომლები არ ჰყავთ. თუმცა სავალდებულო, გეგმიური ტესტირებების ფარგლებში ასეთი პერსონალი გამოვლინდება.

ნოემბრის მონაცემებით, აცრილია ბაღის პერსონალის 65%. განახლებული სტატისტიკა ერთ კვირაში ექნებათ.

სასწავლო პროცესი დღეს ზუგდიდის სკოლებშიც განახლდა.