კოლხეთის დაბლობში -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი
19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი.
უმეტესად თოვლის სახით.
ზოგან ძლიერი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სინოპტიკოსები
ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან კლებას, ძლიერ ქარს
პროგნოზირებენ.
18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.
მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა იქნება, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.