ახალი ამბები
ოდიშის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდში, ოდიშის ქუჩაზე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

როგორც "ლაივპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.