ვაქცინაციაზე ფულადი წახალისების აქცია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს
მოქალაქეებს,
აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან
სოციალური დისტანცია. მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე
გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა,
რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ,
50 წლამდე დაიწია.
ამასთან, მიმდინარე კვირიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.
ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით, ხოლო საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - 10 დღით. ორივე შემთხვევაში, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე სავალდებულოა პირბადის ტარება.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი.
ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 465 პირი.