ახალი ამბები
ბუსტერ დოზის წახალისების საკითხი დავაყენე ფინანსთა მინისტრთან - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ემხრობა "ბუსტერიზაციის" გასაზრდელად ფულადი წახალისების დაწესებას. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, საბჭოს სხდომაზე დააყენა.

მისივე თქმით, 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა და დამატებით 125 ათასი, 60 წელზე ზემოთ ასაკის პირი აიცრა. 3-ჯერ გაიზარდა 50 წელს ზევით მოქალაქეებში აცრის მაჩვენებელიც.

"მე თვითონ ვემხრობი და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ იყოს "ბუსტერ" დოზის წახალისებაც. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს "ომიკრონის" ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე(ჟურნალისტებზე) ვერ, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებზე იქნება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეისთვის ბუსტერ დოზით აცრილია 114 480 მოქალაქე.