ახალი ამბები
შტორმმა ანაკლია-განმუხურში საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიამ განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა.

ამასთან, დაზიანდა პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები.

შტორმმა მწვანე ნარგავებიც დააზიანა. დაზიანდა ფოთში, კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი.

ზრალს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია. გიორგი გუგუჩიას თქმით, ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, ამისთვის კი მუშაობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაწყებულია.