მესტიის გზაზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების
მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თავისუფალია გადაადგილება ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.