სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ფოთელი მამა-შვილი და კიდევ ორი პირი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის
საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია,
ფოთელი მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლეს.
ბრალდებულებს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
გამოძიება მოცემულ საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებულებს დანაშაულის დაფარვას ედავებიან. დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული ზურაბ და შალვა წოწორიები ფოთის ტერმინალის თანამშრომლები იყვნენ.
ელგუჯა ცომაიას კი, ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
სწორედ ელგუჯა ცომაიას ბინაში დააკავეს ექსპრეზიდენტი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს.