წალენჯიხაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ - „საქართველოსთვის“
პარტია "საქართველოსთვის" ეხმაურება წალენჯიხის საკრებულოს
თავმჯდომარედ მათი წარმომადგენლის
არჩევას და მმართველი პარტიის ბრალდებებს. განცხადების ავტორები
მოუწოდებენ "ოცნების" და ოპოზიციის დეპუტატებს, აქტიურად ჩაერთონ
საკრებულოს ერთობლივ მართვაში და თანაბრად აიღონ პასუხისმგებლობა
წალენჯიხელთა წინაშე.
მათი თქმით, დღეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუს მსგავსად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ.
"საზოგადოება ალბათ შენიშნავდა, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, "ოცნების" წარმომადგენლები გვაბრალებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები - "ოცნებასთან". შეიძლება ორივე პარტიისთვის უცხოა, ჩვენ ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით, ეს არის პრინციპი, რომელიც ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების მიერ ამ მუნიციპალიტეტში გაკეთებულ არჩევანს. 7 მუნიციპალიტეტში, როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით თქვეს, რომ არც "ოცნების" და არც "ნაციონალური მოძრაობის" ხილვა არ სურთ უმრავლესობით. შესაბამისად, მათ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ ერთად", - განმარტავენ პარტიაში.
მათი თქმით, როცა წარადგენენ კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის, როგორც "ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სთავაზობენ, დაუჭირონ მხარი, თავის მხრივ კი, იძლევიან გარანტიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიის ფორმირების პროცესში თანაბრად იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.
"საქართველოსთვის" აღნიშნავენ, რომ საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი, მაგრამ არა ისე, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" სურს - პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არც ერთი თანამდებობა "ქართულ ოცნებას", იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი.
"ეს ორივე პოლიტიკური ძალა კი, უკვე თვეებია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქცევა უპასუხისმგებლოდ, არათანმიმდევრულად და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით, მუნიციპალიტეტებში ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რისი შედეგიცაა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოების ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენა. შესაბამისად, მუნიციპალური კრიზისი და მოქალაქეების მოუგვარებელი პრობლემები", - აცხადებენ პარტიაში.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩიეს. კემჭისყრაში მონაწილეობა 15-მა დეპუტატმა მიიღო. კორნელი სალია 14 ხმით აირჩიეს. ოპოზიციამ ერთხამად დაუჭირა მხარი. ერთი ბიულეტი გაბათილდა.
ენმ-ს განცხადებით, სხვაგვარად კონსესუსის მიღწევა შეუძლებელი იყო.
მმართველი პარტია კი გახარიას პარტიას ენმ-ის გაგრძელებად მიიჩნევს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ.