ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთში კორონავირუსზე 380 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 140-ს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია 39 383 შემთხვევა.

გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან 73 და 83 წლის ქალები და 85 წლის მამაკაცი. ჯამში 583 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 34 374 პაციენტი.