ახალი ამბები
რუხის კოვიდ კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა
რუხის კოვიდ კლინიკაში ორი პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსს ემსხვერპლა აფხაზეთის მცხოვრები, 49 წლის ქალი და წალენჯიხის მკვიდრი 74 წლის ქალი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 178 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით კარანტინშია 12 კოვიდ ინფიცირებული.

რუხის კლინიკაში 65 პაციენტი რჩება. მძიმეა 12-ის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 34 პაციენტი რჩება.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 3 მძიმე და 7 საშუალო სიმძიმის.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 21 ინფიცირებულია მოთავსებული.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 42. აქედან, 2 მძიმე და საშუალო სიმძიმის 40.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 21 პაციენტია.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 14.

რეგიონში კორონავირუსის 334 შემთხვევა გამოვლინდა.