ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება
FaceBook Twitter
E-mail Print
1 თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდება. გამონაკლისია მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილი. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ბაღში ვიზიტი უფასო რჩება ომის მონაწილეებისთვის, პენსიონრებისთვის, საპატიო ზუგდიდელებისთვის, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს".

განსხვავებულია ტარიფები საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია იუწყება, ერთჯერადი საშვი საქართველოს მოქალაქისთვის 2 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 5 ლარი ეღირება.

საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ერთჯერადი საშვის ღირებულება 1 ლარი იქნება. იგივე თანხას გადაიხდიან სკოლის მოსწავლეები 10 წელზე ზევით.

ერთთვიანი საშვი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი, სამთვიანი - 25 ლარი, ექვსთვიანი - 40 ლარი, ერთწლიანი -70 ლარი იქნება;

ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" (მოიცავს არაუმეტეს 5 ადამიანს) - 20 ლარი, სამთვიანი - 35ლარი ეღირება;

პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) - 10 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - 15 ლარი იქნება;

ბაღში ფოტოსესიის მსურველებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა ამდრომდე უფასოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.

აუდიტის ჯგუფმა ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოავლინა, რომ ბაღში სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი.

ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ბაღში ვიზიტი ფასიანი იყო, მისი გახსნიდან დაახლოებით სამი თვის განმავლობაში. პანდემიის პირობებში კი მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან რეკრეაციული სივრცე იყო, მოქალაქეებს თავისუფლად, თანხის გარეშე შეძლებოდათ შესვლა. ამიტომ, მათ ვიზიტორთათვის ტემპერატურის გაზომვა და ერთ ლოკაციაზე 5 ადამიანზე მეტის არშეკრების მონიტორინგი დაევალათ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.