ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა 21 სკოლა
ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%- ს,
ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლების სამინისტროს
ინფორმაციით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21
სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. სწავლების დისტანციურ ფორმატში
წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა
მასწავლებელმა გამოთქვა.
დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლავ აძლევენ მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ირწმუნებიან, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.