ახალი ამბები
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მატჩი 3:2 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები აგებდა შეხვედრას, ანგარიშით 0:2, თუმცა პირველივე ტაიმში მოახერხეს სხვაობის ერთ ბურთამდე შემცირება ელისანდროს გოლით.

მეორე ტაიმში ანგარიში არჩილ სებისკვერაძემ გაათანაბრა, მესამე, გამარჯვების გოლი კი თალესმა გაიტანა.

დღევანდელი შეხვედრა დებიუტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე.