ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 362 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 646, აჭარა – 1 136, იმერეთი – 1 074, ქვემო ქართლი – 386, შიდა ქართლი – 311, გურია – 182, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 362, კახეთი -287, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 160, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 74 683 საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 051 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 962 035 გამოჯანმრთელდა, 14 701 კი, გარდაიცვალა.