ახალი ამბები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში აცრილი მოსახლეობის 42 %
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 23 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 656 703 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 318 639 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 45.9%; სრულად ვაქცინირებულია 1 207 073 - მოზრდილი მოსახლეობის 42 %. ბუსტერ დოზით აცრილია 128 860 პირი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 761 (2.12%) სრულად აცრილია -2 611 (1.47%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 339 (15.22%) სრულად აცრილია- 10 750 (13,26%).

22 იანვარს ჩატარდა 4 685 აცრა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა 9 696 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 408 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 051 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 962 035 გამოჯანმრთელდა, 14 701 კი, გარდაიცვალა.