გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
მოუწოდებს გაყინული წყლის ზედაპირებზე არ გადავიდნენ, რადგან ყინული
შეიძლება ჩატყდეს და არსებობს სიცოცხლისთვის საფრთხე.
"გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები." – წერია განცხადებაში.