ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით - ზალკალიანი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ
განცხადებას აქვეყნებს. ის უერთდება კამპანიას
-#StandWithUkraine.
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით" - წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერზე".
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ამის პარალელურდ მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინასთან ომის დაწყებას არ გეგმავს, სამხედრო მობილიზებას კი უსაფრთხოების მოტივით ხსნის.
დასავლეთის ქვეყნები და აშშ მოსკოვს აფრთხილებენ და მკაცრი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.