ახალი ამბები
„ოცნება“ აგრძელებს ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით - პარტია „საქართველოსთვის“
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი მეთოდებით განაახლა "საქართველოსთვის" წევრებზე ზეწოლა და მუქარა.

მისი სიტყვებით, მიმდინარეობს პარტიის წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით - მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის განცხადებით, ჯერ კიდევ გამოუძიებელია პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის, საკრებულოს წევრ მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის ფაქტიც.

"როგორც ჩანს, "ოცნება" ვერ ეგუება, რომ პოლიტიკურ ველზე პარტია "საქართველოსთვის" გამოჩენით დაიწყო ცვლილებები, რაც პირდაპირ კავშირშია "ოცნების" ერთპიროვნული მმართველობის დამარცხებასთან, მითუმეტეს ამოწურული პოლიტიკური რესურსის პირობებში. როგორც ჩანს, აღნიშნულის გააზრებამ "ოცნებაში" გამოიწვია შიში და მათ, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი მეთოდებით, განაახლა პარტიაზე თავდასხმა, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინა ღამეს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასრულწლოვან შვილზე თავდასხმით დაიწყო. 20 დღე გავიდა და 24 საათში გამოსაძიებელ საქმეზე შედეგი არ არის და ეს მაშინ, როცა გამოძიებისთვის ცნობილია თავდამსხმელთა ავტომანქანების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რის შესახებაც ინფორმაცია გამოძიებას ჩვენმა თანაპარტიელმა მიაწოდა.

"ოცნება" აგრძელებს ზეწოლას, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით, პარტიის არაერთი მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლებით. რაც შეეხება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, აღნიშნულიც "ოცნების" ზეწოლის შედეგი და მის მიერ დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებაა. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გაგრძელდება. ისიც ძალიან კარგად ვიცით, ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს, ვისი მისამართით ახორციელებენ ამ ყველაფერს, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას, იმ ცვლილებებისთვის, რისი მიზანიც არის, რომ "ოცნების" მაფიოზური მმართველობა დამარცხდეს, ამიტომ, რამდენი წევრიც არ უნდა დააშინონ, ჩვენ ამ პროცესებს ჩვენ თანმიმდევრობით გავაგრძელებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს პარტიის წევრზე, მალხაზ თორიაზე თავდასხმის კადრები, ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ "უკანონო პატიმრობაში მყოფი" პარტიის მხარდამჭერი აკაკი ბართაია, რომელიც პოლიციამ 2021 წლის 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

პარტია "საქართველოსთვის" ინფორმაციით, ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დაკავება კი რეალურად პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მათივე ცნობით, ბართაიას ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ავტომანქანის საბარგულში "ჩაუდეს".

რაც შეეხება მალხაზ თორიას, "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, დაახლოებით 7 ადამიანი მას და მის არასრულწლოვან შვილს 30 დეკემბერს, მაშინ დაესხა თავს, როცა ის ზუგდიდის სოფელ კოკში, მამის საფლავზე იმყოფებოდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მათ წააქციეს ის და უთხრეს, რომ არასწორი პოზიცია ჰქონდა და ამისთვის ისჯებოდა - "ჩვენ რატომ გვეწინააღმდეგებიო".

მალხაზ თორია მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.