საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა" "სტრატეგია
აღმაშენებელი"
და "ლელო" მმართველ გუნდს მიმართავს, პარლამენტმა უკრაინის
მხარდამჭერი ერთობლივი რეზოლუცია მიიღოს.
გარდა ამისა, სურთ უახლოეს დღეებში მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.
საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის ასევე:
"მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით;
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით;
საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე;
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად", -აცხადებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ამის პარალელურდ მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინასთან ომის დაწყებას არ გეგმავს, სამხედრო მობილიზებას კი უსაფრთხოების მოტივით ხსნის.
დასავლეთის ქვეყნები და აშშ მოსკოვს აფრთხილებენ და მკაცრი სანქციების ამოქმედებას გეგმავენ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.