ფოთში არ ჩატარდება 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩი
2023 წელს, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის თამაშების
მასპინძელი ერთ-ერთი ქალაქი ფოთი არ იქნება.
ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათი ცნობით,
გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.
თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ქუთაისში გაიმართება.
2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა რუმინეთთან ერთად.
ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე გაიმართება - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.
უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა.