სენაკის საკრებულოს სხდომაზე "ოცნების" და "საქართველოსთვის" წევრები არ გამოცხადდნენ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო.
მიზეზი ამჯერადაც კვორუმის არარსებობაა.
სხდომას არ ესწრებოდნენ "საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.
მმართველი პარტია არც წინა სხდომას დასწრებია.
წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" განუმარტეს, რომ მათ განცხადებით მიმართა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ". აცნობეს, რომ მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმეს კი ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც სხდომის 31 იანვრამდე გადადება მოითხოვეს.
თუმცა "ოცნება" ბოლო რამდენიმე სხდომას არ დასწრებია.
კორონავირუსი დაუდასტურდა გახარიას პარტიის ერთ წარმომადგენელსაც. სამი მათგანი კი სხდომაზე გამოცხადდა.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ოცნება" ცდილობს დეპუტატების გადაბირებას საკმარისი ხმებისთვის და ამის გამო უნდათ სხდომების გადადება.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს.
მომდევნო სხდომა 31 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.