ახალი ამბები
საოკუპაციო საზღვართან დევნილი ქალების შეკერილი ტანსაცმელი გამოფინეს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, წალენჯიხის სოფელ წყოუშში, მავთულხლართებზე, დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალების ხელით შეკერილი ტანისამოსი გამოფინეს. კაბები, შარვლები, ნაჭრის ჩანთები, საყელოები, ქვედაბოლოები, ზედატანები ბავშვებისთვის - ასე გამოიყურება ექვსი ქალის ნახელავი, როგორც სამთვიანი სწავლა-მუშაობის შედეგი.

ჭრა-კერვა მათ სოფელ ფახულანის მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა ამიდა ახალაიამ შეასწავლა. თავად ეს ხელსაქმე დედისგან ისწავლა, მერე კი გადაწყვიტა თანასოფლელ დიასახლის ქალებს დახმარებოდა. რადგან აფხაზეთის მეზობელ სოფლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ქალებს საკუთარი, დამოუკიდებელი პროფესია, საქმე და შემოსავალი გაუჩნდებოდათ.

ჩანაფიქრს დაემთხვა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ სოხუმის კვლევა, თუ რა საჭიროებები აქვთ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ფახულანის მცხოვრებლებს. გაირკვა, რომ სოფელში არ იყო სამკერვალო და კარგი იქნებოდა, თუ შემსწავლელი კურსი დაფინანსდებოდა. ასეც მოხდა. ამოქმედდა სამთვიანი კურსი დევნილი და მოწყვლადი ქალებისთვის. მასწავლებლად კი ამიდა შეარჩიეს.

თვეში 12 გაკვეთილი, სულ კი 36, სამი თვის მანძილზე 6 ქალისთვის ჩატარდა. მათგან ერთი 23-ის, ყველაზე უფროსი კი 40 წლამდე იყო. ცენტრმა სასწავლო კურსისთვის საკერავი მანქანები და ნაჭრები გამოყო. ნახაზების გაკეთება, ზომების აღება, აჭრა, შეკერვა, მანქანაზე მუშაობა - ეს იყო სწვლების ძირითადი ელემენტები. ამ შეკრებებმა, ამიდა ახალაიას თქმით, ქალების ერთფეროვანი ცხოვრება, მით უფრო პანდემიის და ჩაკეტილობის ფონზე, უფრო გაახალისა. პარარელურად კი, მარკეტინგის ტრენინგებიც გაიარეს.

"სწვლების პროცესში ჩამოაყალიბეს, რა მიმართულებით უნდათ გააგრძელონ ბიზნესი. გამოიკვეთა, რომ ერთს უნდა ფარდების წარმოება, მეორეს თეთრეულების. მესამეს აქსესუარების, თმის სამაგრების. შევქმენეით სხვადასხვა მოდელი. მაქსიმალურად შევეცადე ექვსისვეს აზრი გამეთვალისწინებინა", - უთხრა ამიდამ "ლაივპრესს".

ამიდა ახალაია

სამთვიანი კურსის დასასრულს, ექვსივეს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ სოხუმის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

რადგან ეს ყველაფერი ოკუპირებული აფხაზეთის მეზობლად ხდებოდა, ამიდას გაუჩნდა იდეა, შეკერილი ტანსაცმელი მავთულხლართებზე გამოეფინა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპაციის სიმძიმეს და ამ პირობებშიც კი, საქმის კეთების აუცილებლობას:

"ჩვენი გზავნილი იყო, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, აფხაზ ქალებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მავთულხლართებს მიღმა არიან, მაინც რომ ნახონ, იქ მცხოვრებ ქალებსაც შეუძლიათ შეცვალონ რაღაცები".

ჭრა-კერვის სამთვიანი კურსი ახალ მოსწავლეებთან ერთად, თებერვლის ბოლოდან გაგრძელდება. უკვე გამოცდილებს კი ბიზნესგეგმის წერის კურსებს შესთავაზებენ მცირე გრანტთან ერთად, რომ მათ თავიანთი მიმართულება განავითარონ. რამდენიმე კარგი, საინტერესო პროექტი დაფინანსდება.

თავის მხრივ, ამიდა გეგმავს სოციალური საწარმო, ან საკერვალო ჩამოაყალიბოს, სადაც თანასოფლელებს დაასაქმებს. აირჩევენ კონკრეტულ მიმართულებას, იქნება ეს თეთრეულების, თუ მაგიდის გადასაფარებლების წარმოება და იმუშავებენ ქალების - ერთმანეთის გასაძლიერებლად საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს.

ამიდა პოლიმერული თიხის ჭიქებს, ნაქსოვ ჩანთებს, გულსაბნევებს, საყურეებს, მინიატურულ ქანდაკებებს და თოჯინებსაც ქმნის. სოფელ ფახულანში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე მასალა "ლაივპრესმა" 2020 წელს მოამზადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.