ახალი ამბები
რუხის კოვიდ კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა რუხის კლინიკაში. ორი მათგანი ზუგდიდის მცხოვრებია - 62 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალი.

კორონავირუსს ემსხვერპლა სენაკის მკვიდრი, 82 წლის მამაკაცი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 190 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 16 კოვიდ ინფიცირებული.

რუხის კლინიკაში 57 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. მათ შორის მძიმე 9.

ფოთის კლინიკაში 36 ინფიცირებული რჩება.

სენაკის კლინიკა "სენამედში" 44.

ფოთის კლინიკა "ბომონდში" 40 კოვიდ პაციენტია. აქედან, 3 მძიმე და 7 საშუალო სიმძიმის.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული.

სენაკის "ლაზიკა მედში" – 52. მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 40.

მარტვილის ევექსის კლინიკაში 21 პაციენტია.

წალენჯიხის ევექსის კლინიკაში 14.

რეგიონში კორონავირუსის 721 შემთხვევა გამოვლინდა.