უსიმპტომოთა ტესტირება შესაძლოა 1-ელი თებერვლიდან შეჩერდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
შესაძლოა 1-ელი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ე.წ.
სისტემური ტესტირება შეჩერდეს. ეს არ შეეხება სამედიცინო პერსონალს.
ამ წინადადებით მათ საკოორდინაციო საბჭოს მიმართა. ამის შესახებ
გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების
შემდეგ განაცხადა.
რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ.
"ძირითადად უნდა გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე პისიარ ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში", - აღნიშნა მან.
გამყრელიძის თქმით პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ბაზაშიც აისახებიან.
მისივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების 90% ომიკრონია.
ქვეყანაში კორონავირუსის 16 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა.