„მასკარადის“ გაგრძელება - „ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილეებად ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევაზე
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის წალენჯიხის საკრებულოდან, ბესიკ
ფარცვანიას განცხადებით,
ის, რაც დღეს მოხდა საკრებულოში, იმ "მასკარადის" გაგრძელებაა, რაც
წინა სხდომაზე იყო. მისი თქმით, ოპოზიცია განაგრძობს "პოლიტიკურ
ქორწინებას" და შესაბამისად შემოთავაზება, რომელიც იყო ძალაში 4-4-1,
დღეს ისევ დაირღვა მათი მხრიდან.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არავითარ თანამდებობას არ ვითხოვთ. ჩვენ გავაგრძელებთ კომისიებში მუშაობას, გავაგრძელებთ ფრაქციაში მუშაობას. გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ოპონირებას", - აღნიშნა მან.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, რადგან "ქართული ოცნება" ვერ წყვეტს ერთპიროვნულად საკითხებს, საკრებულოს მუშაობაც სავარაუდოდ ოპოზიციის დღის წესრიგით გაგრძელდება.
საკრებულოს ოპოზიციური თავმჯდომარის მოადგილეებად ენმ-ის წევრი ავთანდილ გაბელაია და "ლელოს" დეპუტატი გიორგი დარსალია აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".