არანაირი ალიანსი არ არის, გვინდა დაბალანსებული პოლიტიკა - საკრებულოს თავმჯდომარე
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ
ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
ვაწარმოოთ დაბალანსებული პოლიტიკა საკრებულოში, - ასე პასუხობს
"ქართული ოცნების" ბრალდებებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე.
კორნელი სალიას თქმით, მმართველი პარტიის უფლებაა და გადასაწყვეტი, იქნებიან თუ არა ამ პროცესის თანამონაწილეები.
"ეს მათ გადაწყვიტეს ასე, მათი არჩევანია. ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით. თუ მიიღებენ მონაწილეობას შემდეგი სხდომისთვის, იქნება დაბალანსებული. მათი გადასაწყვეტია, მათ ხალხმა მისცა ხმა და ხალხის ინტერესები უნდა წარმოადგინონ და დაიცვან საკრებულოში", - აღნიშნა კორნელი სალიამ.
"ოცნება" ამბობს, რომ ოპოზიცია განაგრძობს პოლიტიკურ ქორწინებას და "მასკარადს", რასაც ემიჯნებიან.
საკრებულოს ოპოზიციური თავმჯდომარის მოადგილეებად ენმ-ის წევრი ავთანდილ გაბელაია და "ლელოს" დეპუტატი გიორგი დარსალია აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".