სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სავარაუდოდ პოლიციელი ქალს სცემს [ვიდეო]
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა
ვიდეო, სადაც პოლიციელის
ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. როგორც მარიამ სიჭინავამ
"ლაივპრესს" განუცხადა, ვიდეო მას მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც ამ
ფაქტს შეესწრო.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. დეტალები, თუ ვინ არის მოძალადე მამაკაცი, ან ქალი, ის ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტის ირგვლივ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ და მოხდება რეაგირება.