პროკურატურა იძიებს ზუგდიდში, სავარაუდოდ პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტს
საქართველოს პროკურატურამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით,
სადაც ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია
ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას
პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - აცხადებენ პროკურატურაში.
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ დღეს, 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. როგორც მარიამ სიჭინავამ "ლაივპრესს" განუცხადა, ვიდეო მას მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.