სისტემა ყრუა და თანამშრომლებს ამუნჯებს, ამას ვაპროტესტებთ - მარიამ სიჭინავა
პროტესტი გამოიწვია გუშინ ჩემთვის მოწოდებულმა კადრებმა და გუშინწინ
თბილისში მომხდარმა ფაქტმა,
სადაც არასრულწლოვან პირზე მოხდა ძალადობა, - განუცხადა სამხარეო
ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე "დროას" წარმომადგენელმა მარიამ
სიჭინავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, გული წყდება პოლიციელებზე, რომლებიც აქ დგანან, რადგან დარწმუნებულია, რიგითი პირები არაფერ შუაში არ არიან, მათ სისტემა "ალპობს".
"თვითონ სისტემაა მოძალადე, თორემ პოლიციელებს არავინ არაფერს არ ერჩის. ამ სისტემამ ისე შექმნა ყველაფერი ირგვლივ, რომ თვითონ ეს სისტემა ყრუა და თანამშრომლებს ამუნჯებს. იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ამოიღონ ხმა ძალადობაზე, იმაზე, რომ თავიანთი თანამშრომელი ქალზე ძალადობს, რომ თავიანთი თანამშრომელი შშმ პირზე ძალადობს. ჩუმად არიან და ვერაფერს აკეთებენ", - განმარტა მარიამ სიჭინავამ.
მისი თქმით, უნდათ გაიგონ რიგითმა პოლიციელებმა, რომ მათი მტრები არ არიან, ებრძვიან სისტემას, რომელიც ისევე აზარალებს ამ ადამიანებს, როგორც დანარჩენ მოქალაქეებს.
სწორედ მარიამ სიჭინავამ გაავრცელა სოციალურ ქსელში ზუგდიდში, პოლიციელის მიერ ქალზე სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეო. ამ კადრებთან დაკავშირებით ის ჯერ არ გამოუკითხავთ. თუმცა გამოკითხვაზე დაიბარეს ვიდეოში იდენტიფიცირებული სამართალდამცველი.
მანამდე კი, თბილისში პოლიციის შშმ პირზე ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა.
სამხარეო პოლიციასთან დასრულდა აქცია. დღესვე იგივე შინაარსის შეკრება, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთანაც იგეგმება.