„ნუ დაჩაგრავ“, „სისტემა კლავს“ - ზუგდიდში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა გააპროტესტეს
სამეგრელოს რეგიონში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები არიან შშმ პირის მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები.
"ნუ დაჩაგრავ", "ჩვენ-ც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ", "სისტემა კლავს", - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ აქციაზე მოქალაქეები.
სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას თქმით, გამოვიდნენ, რათა გააპროტესტონ ის ძალაბოდა, რაც ბოლო ორი დღის განვალობაში ნახა საზოგადოებამ გავრცელებული ვიდეოებით.
"პრინციპში, ამ კადრებს მიღმა რა ხდება, ძალიან მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. როცა პოლიციელმა იცის, რომ კამერები ახლოსაა და ვიღაცამ შეიძლება გადაუღოს და ერთმა მოქალაქემ მაინც შეიძლება ნახოს, მაშინ ჩადის ძალადობას საჯარო სივრცეში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა ხდება ჩვენს მიღმა იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს", - აღნიშნა მან.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, სისტემური სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა, რისი მიზეზიც დაუსჯელობაა. კერძოდ ის გარემოება, რომ პოლიციელმა იცის - არ დაისჯება.
დღესვე პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემთხვევები სამხარეო პოლიციის შენობასთან გააპროტესტეს ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.
მათი თქმით, სისტემა ყარს და ეს უნდა შეიცვალოს.
გუშინ გავრცელდა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის სანაპიროსთან, ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო. ამ ფაქტზე პოლიციელი დააკავეს.
დაკავებულები არიან შშმ პირზე მოძალადე სამართალდამცველებიც.