გამოკითხულთა უმრავლესობა ცუდად აფასებს პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის საქმიანობას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად,
2021 წლის დეკემბერში მათ მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა
უკმაყოფილოა, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის და
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობით.
გამოკითხულთა 35% პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად აფაქსებს. 27% კარგად, ამდენივე საშუალოდ.
გამოკითხულთა 46% ცუდად აფასებს როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის საქმიანობას. მხოლოდ 14% აფასებს დადებითად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქიანობას, ხოლო 12% პარლამენტისას.
35% ცუდად აფასებს ცესკოს საქმიანობას, 22% კი დადებითად.

NDI-ის დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2021 წლის დეკემბერში ჩაატარა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.
მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21%-ის აზრით - საერთოდ არ იცვლება.