ახალი ამბები
პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის საქმეზე „დროას“ წარმომადგენელი გამოიკითხა
FaceBook Twitter
E-mail Print
პარტია "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა მის მიერვე ფეისბუკში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოიკითხა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის გამომძიებელმა, ასევე პროკურორმა რამდენჯერმე ჰკითხა იმ პირის ვინაობის შესახებ, ვისგანაც ვიდეო მიიღო, თუმცა ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე დაკავებული პოლიციელი გიორგი ბიგვავა ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და ელოდება ბრალის წარდგენას:

"დაახლოებით 2 საათის განმავლოაში ვიმყოფებოდი პროკურაურაში გამოკითხვაზე. გამოკითხვას ესწრებოდა, როგორც გამომძიებელი ასევე საქმის პროკურორი. მე მათ გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ვიდეომტკიცებულება მაღალი ხარისხით, რომელიც მათ არ ჰქონდათ. ისინი ამის შემდეგაც ჩაატარებენ დამატებით გამოძიებას, მე როგორც ვიცი. ჩემთვის როგორც ცნობილია, ბატონი გიორგი ბიგვავა იმყოფება სამხარეოს შენობაში, მასთან შესულია მისი უფლებადამცველი და ელოდება ბრალის წარდგენას", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. როგორც მარიამ სიჭინავამ "ლაივპრესს" განუცხადა, ვიდეო მას მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.

26 იანვარს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

საქართველოს პროკურატურამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) პირველი ნაწილით დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.