ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი დუმილის უფლებას იყენებს - ადვოკატი
ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი
წარედგინა. მისი უფლებადამცველის,
კობა ტაბაღუას თქმით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.
"ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. გადმოგვეცემა მასალები, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. ამას გავივლი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან. ამის შემდგომ ერთად გვეცოდინება პოზიცია, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ", - განმარტა ადვოკატმა.
მისი თქმით, აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს.
კობა ტაბაღუა აცხადებს, რომ იმის მიხედვით, რა პოზიცია ექნება ბრალდების მხარეს, შესაბამისი იქნება მათი პასუხიც სასამართლოში.
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. მარიამ სიჭინავა პროკურატურამ დღეს გამოკითხა.
26 იანვარს ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. საგამოძიებო უწყების განცხადებით, სამართალდამცველმა პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) პირველი ნაწილით დაიწყო.