ქალის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციის თანამშრომელ გიორგი
ბიგვავას
აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
მან არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 50 ათასი ლარის სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მოსამართლეს განცხადებით მიმართა თავად დაზარალებულმაც, რომ ბრალდებულის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული პატიმრობა, თუმცა ნატრული აკობიამ საქმეზე "საზოგადოების მაღალი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცველს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა" მოეთხოვება, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ქალზე ძალადობის ბრალდებით სქართველოს პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბიგვავა 26 იანვარს დააკავა. ფაქტს წინ უძღოდა სოციალუ ქსელში ძალადობის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნება.
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ 25 იანვარს გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სცემს ქალს. როგორც მარიამ სიჭინავამ "ლაივპრესს" განუცხადა, ვიდეო მას მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო.
26 იანვარს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
საქართველოს პროკურატურამ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) პირველი ნაწილით დაიწყო.