აფხაზეთში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის რეკორდული ციფრი დაფიქსირდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 24 საათის განმავლობაში
აღრიცხული კორონავირუსის რაოდენობის მაჩვენებელმა რეკორდულ ციფრს
მიაღწია. დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო
დღე-ღამეში ტესტირება ჩაუტარდა 1160 ადამიანს, საიდანაც ვირუსი
დაუდასტურდა 607-ს, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია.
აფხაზეთში იანვრის შუა რიცხვებიდან ცირკულირებს კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი "ომიკრონი". მძიმე ეპიდვითარების გამო 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით სოხუმში სკოლები დაიხურა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დღეისთვის აფხაზეთში კორონავირუსის 42065 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 590 პაციენტი, 36063 კი გამოჯანმრთელდა.