ახალი ამბები
მერიაში მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტარიფები ქვეყანაში ყველაზე იაფია
FaceBook Twitter
E-mail Print
1 თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას აქვეყნებს. სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ ამ თემაზე გამოთქმული უკმაყოფილებისა და დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიუხედავად, მერია გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოტანიკური ბაღის ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი სატარიფო განაკვეთი 2020 წლის მარტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მიიღო.

"ფასიანი მომსახურებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დამატებით შემოსავლის მობილიზებას გეგმავს, რათა ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს, იყოს მოვლილი და დაცული", - აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის შერჩეული ტარიფები ქვეყნის სხვა ბაღებთან შედარებით ყველაზე იაფია.

განცხადებაში მერია მოქალაქეებს ახსენებს, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2019 წლის ბოლოს განახლდა, რომ სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები და სხვა. პროექტის ღირებულებამ - 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1 თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება. გამონაკლისი მხოლოდ მოქალაქეთა ნაწილისთვის დაიშვება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.

პირველი თებერვილდან ბაღში შესვლისას იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

• საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;
• უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;
• საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
• სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;
• ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი;
• სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი;
• ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი;
• ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
• ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 20ლარი;
• სამთვიანი საოჯახო აბონემენტი "მეგობარათი" (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 35ლარი;
• პიკნიკი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი;
• კემპინგი 1 ვიზიტორზე - 15 ლარი;
• სადღესასწაულო, საქორწილო წინასწარ დაგეგმილი ფოტოსესია - 50 ლარი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.